28 სექტემბერი, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

28 სექტემბერი, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

51
გაზიარება

ისეთი რთული და საშიში დაავადებისაგან როგორიც ცოფია, თავდაცვა უმარტივესია – აცრა.

ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების უფასო ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, 10 მისამართზე ჩაატარებს.

ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ცხოველებს ანტირაბიული აცრა უფასოდ და ქალაქის მასშტაბით მათთვის მოსახერხებელ ჩაუტარონ.

სააგენტოს ავტომობილი ქვემოთ ჩამოთვლილ მისამართებზე განრიგში მითითებულ დროს მივა და ოთხფეხა პაციენტებს ერთ მისამართზე საათნახევრის განმავლობაში მოემსახურება.

– ვარკეთილი, მედიათეკის სკვერი, ჯავახეთის ქუჩისა და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების კვეთა – 08:30-10:00 სთ;

– ავლაბარი, ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერი (ლეხ კაჩინსკის ქუჩა N11- ის მიმდებარედ) – 10:30-12:00 სთ;

– ორთაჭალა, კრწანისის ქუჩა N7, კრწანისის სკვერი – 12:30 -14:00 სთ;

– ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი N267-ის მიმდებარე სკვერი (პოლიციასთან) – 15:00-16:30 სთ;

– მეტროსადგურ „ღრმაღელესა“ და სანზონის N1 კორპუსს შორის მდებარე სკვერი – 17:30-19:00 სთ;

– ია კარგარეთელის ქუჩა N133/11, ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღის შესასვლელთან – 08:30-10:00 სთ;

– მ. კოსტავას N37, ვერის ბაღის შესასვლელთან – 10:30-12:00 სთ;

– ბუკიას ბაღი – 12:30-14:00 სთ;

– ა. ბელიაშვილის ქუჩა N1, ბრატისლავას სახელობის სკვერი- 15:00-16:30 სთ;

– გლდანი, მე-6 მიკრორაიონი, მე-7 და მე-20 კორპუსებს შორის მდებარე პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან) – 17:30-19:00 სთ.

ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით მოხდება.

მიუსაფარი ცხოველების ბოლო ვაქცინაციის ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სააგენტოს ცხელ ხაზზე – 032 2 421 424 და ამის შემდეგ მოიყვანონ ცხოველები ვაქცინაციის ჩასატარებლად მათთვის ხელსაყრელ მისამართზე.

ანტირაბიული ვაქცინაცია და შემდეგ ყოველწლიური რევაქცინაცია, როგორც ძაღლებისა და კატებისათვის ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისათვის, ასევე, ვირუსის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს.

კომენტარი