საგანმანათლებლო კვირეული ახალგაზრდებისათვის

საგანმანათლებლო კვირეული ახალგაზრდებისათვის

103
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობის ინიციატივით, ხორციელდება პროექტი საგანმანათლებლო კვირეული“, რომელიც ითვალისწინებს ოთხდღიანი გასვლითი ტრენინგის ჩატარებას სამგორის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 16-დან 20 წლის ჩათვლით ახალგაზრდებისთვის;

ტრენინგის თემა: „თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საჯარო გამოსვლებში“.

ღონისძიების ფარგლებში, აპლიკანტებს საშუალება ექნებათ, შეისწავლონ საჯარო გამოსვლისათვის საჭირო სხვადასხვა უნარები, როგორიცაა: ტექსტის დაწერა, ხმის ჩაწერა ვიდეო მონტაჟისთვის, სპეციალური ვიდეო რგოლის შექმნა და სხვა. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები შექმნიან კრეატიულ ვიდეო რგოლებს სხვადასხვა თემაზე.

სასურველია და პროექტის განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია მონაწილეებს თან ჰქონდეთ ლეპტოპი (პროგრამა SHOTCUT დაინსტალირებული) და ყურსასმენები.

 პროექტი ხორციელდება ERASMUS + ის მხარდაჭერითა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით.

პროექტის დასრულების შემდგომ გაიცემა ორი სერთიფიკატი: ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი.

მონაწილეების შერჩევა მოხდება ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით, სპეციალურ ბმულზე: https://drive.google.com/open?id=1klGqVB-pbpp9bCSiozPsBqeGDgy9MJPlSR2D50zxqpU

პროექტის ფარგლებში, მოხდება მონაწილეთა ტრანსპორტირება, სამი ღამით და ოთხი დღით განთავსება დაბა ბაკურიანში მდებარე სასტუმროში „მელისი“ 11-დან 14 ოქტომბრის ჩათვლით.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 ოქტომბერი.

ტრანსპორტირება განხორციელდება სამგორის რაიონის ადმინისტრაციული შენობიდან ავტობუსით.

კომენტარი