სამგორში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამგორში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

71
გაზიარება

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სამგორის ფილიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ, კომისიის წევრებმა, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა   და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი გვილავამ, იგივე სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა  ცინაძემ და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, სამგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაცია მერიის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

,,მერიის პროგრამა, რომელიც მთელი თბილისის მასშტაბით მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების და მათ შორის რუსთაველზე მდებარე სასახლის რეაბილიტაციას გულისხმობს, მნიშვნელოვანია, როგორც კონკრეტულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ასევე ზოგადად დედაქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის,“ – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

სამგორის მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაცია აგვისტოში დაიწყო და  შშმ პირებისთვის შენობის ადაპტირებას, სახურავის შეკეთებას, სანკვანძის რენოვაციას, ელექტროგაყვანილობის სრულ შეცვლას, კალათბურთისა და სააქტო დარბაზების სრულ რეაბილიტაციას, ასევე სახანძრო უსაფრთხოების მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებს გულისხმობს.

სამუშაოების დასრულება 2019 წლის ნოემბრის ბოლოსთვისაა გათვალისწინებული.

კომენტარი