ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გირჩევთ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გირჩევთ

544
გაზიარება

მწვავე სპეციფიკური ინფექცია – ცოფი ან ჰიდროფობია (ლათ rabies – სიგიჟე), რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, აღუდგენელი დაზიანებებით მიმდინარეობს, ერთადერთი შემთხვევის გარდა, ყოველთვის სიკვდილით დამთავრდა და მოვლენის იშვიათობიდან გამომდინარე, შემთხვევას სახელიც კი უწოდეს, -“ჯინას გამოჯანმრთელება” ან “მილოუკის პროტოკოლი”, რაზეც მოგვიანებით გიამბობთ.

სხვა ინფექციური დაავადებებისაგან განსხავებით, ცოფი თითქმის არ ვრცელდება, რადგან ამ დაავადების თანამედროვე პროფილაქტიკის მეთოდი ძლიერ ეფექტურია და უარყოფითი შედეგი მხოლოდ ანტირაბიული აცრების არ ჩატარების, ან არასრულყოფილად ჩატარების შემთხვევაში დგება.

პრევენციის მიზნით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შინაური ცხოველების მასიური ანტირაბიული (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია თბილისის ყველა რაიონში ჩაატარა.

სააგენტოს ავტომობილი დედაქალაქის ათ ლოკაციაზე მივიდა და ოთხფეხა მეგობრებსა მთელი დღის განმავლობაში ემსახურებოდა.

ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის ხელსაყრელ ადგილზე მიეყვანათ ცხოველი და ანტირაბიული ვაქცინაცია უფასოდ ჩაეტარებინათ.

ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ცხოველს წელიწადში ერთხელ უნდა გაუკეთდეს, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ჩატარდა. შარშანაც აღნიშნული აქცია შემოდგომაზე გაიმართა.

სააგენტომ მიმდინარე წელს ანტირაბიული ვაქცინაცია 5042 ცხოველს ჩაუტარა.

ანტირაბიული ვაქცინაცია და შემდეგ ყოველწლიური რევაქცინაცია, როგორც ძაღლებისა და კატებისათვის ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისათვის, ასევე, ვირუსის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს.

როგორც ვთქვით, ცოფთან დაკავშირებით, ორი სიტყვით, იმ ბედნიერ შემთხვევაზე გიამბობთ, რომელიც ხელოვნური კომის გამოყენებით ჩატარდა და „ჯინას მკურანლობის“ ან „მილოუკის პროტოკოლის“ სახელითაა ცნობილი.

2005 წელს უისკონსინში (შტატი აშშ-ში) დაფიქსირდა უპრეცედენტო შემთხვევა, 15 წლის მოზარდი ჯინა გისი, რომელიც საავადმყოფოში უკვე კარგად განვითარებული ცოფის სიმპტომებით, კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს, ვაქცინაციის გარეშე სრულად განიკურნა. მას მკურნალობა „ხელოვნური კომის“ გამოყენებით ჩაუტარეს, ანუ იგი ხელოვნურად შეიყვანეს კომის მდგომარეობაში.

ერთი სიტყვით, მოზარდი საავადმყოფოდან სრულად ჯანმრთელი გაეწერა, თუმცა მას შემდეგ, მისი მკურნალი ექიმების წარმატების მიუხედავად, აღნიშნულ მეთოდს წარმატება აღარ მოჰყოლია…

ასე რომ, დავუჯეროთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს რჩევას, – ავცრათ ოთხფეხა მეგობრები და მცირე ეჭვის შემთხვევაში, ავიცრათ ჩვენც.

ანტირაბიული (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია უფასოა.

კომენტარი