თბილისში პირველი ციფრული მუზეუმი იხსნება

თბილისში პირველი ციფრული მუზეუმი იხსნება

290
გაზიარება

ოქტომბრის პირველ კვირაში სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლში პირველი ციფრული ხეოვნების მუზეუმი იხსნება, სადაც სამი განსხვავებული სივრცე დახვდება დამთავალიერებელს. ნაჩვენები იქნება ვაჟა-ფშაველას „ხმელი წიფელი“, ჩირაღდნების სამყარო  და მთლიანი სივრცე სხვდასხვა გრაფიკული ვიზუალებით იქნება გაფორმებული,

მუზეუმს გახსნის ვაჟა-ფშაველას ნაწარმოები „ხმელი წიფელი“, რომელსაც 130 წლის იუბილე უსრულდება. მუსიკა და გრაფიკა სპეციალურად ამ სანახაობისთვის შეიქმნა და ციფრული შრიფტიც ვაჟა-ფსაველას ხელნაწერიდან იქნა აღებული. ტექსტს კითხულობს ყველასათვის საყვარელი მსახიობი მურმან ჯინორია. სივრცე თავიდან ბოლომდე სურეალიზმით არის გაჯერებული რაც დამთვარიელებელს ნაწარმოების მონაწილედ  აქცევს.

თბილისის ციფრული სივრცე დატვირთული იქნება მრავალფეროვანი ვირტუალური და გრაფიკული ინსტალაციებით და ვიაზულებით. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, აქ იქნება ჩირაღდნების უსაზღვრო სამყარო, რომელიც უსასრულობაში გადაიყვანს დამთვალიერებელს. ვიდეო პროექციებით და სარკეებით გაფორმებული მთავარი დარბაზი კი  ამტკიცებს, რომ ადამიანსა და ბუნებას შორის საზღვარი არ არსებობს. ყვავილები, მზესუმზირები, ჩანჩქერები, ჩიტები, პეპლები, ზღვა,  მედუზები და სხვა  ბუნების წიაღის ვირტალურ სამყარში გადაგიყვანთ.

ციფრული ხელოვნების მუზეუმის გახსნით, თბილისს შეემატება კიდევ ერთი, განსხვავებული და კულტურული სივრცე, სადაც ვიზიტორებს საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა დახვდება.

კომენტარი