თეთრი ტაქსები თბილისში – პირველი ოქტომბერი რეფორმის პირველი დღე

თეთრი ტაქსები თბილისში – პირველი ოქტომბერი რეფორმის პირველი დღე

119
გაზიარება

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან სავალდებულოა, რომ თბილისში ყველა ლიცენზირებული A კატეგორიის ტაქსის მანქანა თეთრი ფერის  და მარცხენასაჭიანი იყოს. B კატეგორიის ტაქსის შემთხვევაში, ფერზე შეზღუდვა არ არის, ხოლო მარჯვენა საჭეზე შეზღუდვა 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

ბოლო მონაცემებით, დაახლოებით, 27 ათასზე მეტმა ტაქსის მძღოლმა გაიარა რეგისტრაცია და აიღო ლიცენზია. აქედან, დაახლოებით 29%-მა ვერ გაიარა ტექდათვალიერების შესაბამისი სტანდარტი, რაც დედაქალაქში არსებობს. რჩება დაახლოებით 20 ათასი რეგისტრირებული ტაქსი. არსებობს 2 კატეგორია – A კატეგორია, რომელიც იმ ტაქსს მიენიჭება, რომელიც ყველა დაწესებულ სტანდარტს აკმაყოფილებს და B კატეგორია, რაც ნიშნავს, რომ მძღოლს შეუძლია ყოველგვარი ტრაფარეტის გარეშე გამოძახებებზე იმუშაოს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ინფორმაციით, ამ რეფორმის მთავარი იდეა არის ის, რომ ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებლებს და ტურისტებს ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული ტაქსი მოემსახუროს. მისივე თქმით, ამისთვის, მუნიციპალიტეტმა არაერთი შემხვედრი ნაბიჯი გადადგა- გადაღებვის და ქიმწმენდის ვაუჩერები უფასოდ დარიგდა. გარდა ამისა, ტაქსის მძღოლები ბენეფიტებითაც სარგებლობენ – ეს არის დედაქალაქის მასშტაბის 500-მე უფასო პარკინგის ადგილი, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება,  ასევე სარეკლამო შემოსავლებით სარგებლობა.

„ყველა პირობაა შექმნილი, რომ დედაქალაქში სუფთა, უსაფრთხო და მოწესრიგებული ტაქსი მოძრაობდეს და ამ რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ. რეფორმის ყველა პუნქტი გავლილია დასაქმებულებთანაც და ექსპერტებთანაც,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ ტაქსების რეფორმა წარმატებით განხორციელდა.

კომენტარი