რამდენი მცენარე დარგეს თბილისში 2018 წლიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით?

რამდენი მცენარე დარგეს თბილისში 2018 წლიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით?

192
გაზიარება

დიდი ქალაქები უკვე დიდი ხანია, “იხრჩობიან” ბინძური ჰაერით. ტრანსპორტის რაოდენობა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ ქალაქებში არსებული მწვანე ნარგავები ჰაერის გასუფთავებას ვერ ასწრებენ. ასე რომ, ქალაქის ქუჩებში ლამაზი, მწვანე ნარგავები სულ უფრო და უფრო არასაკმარისი ხდება.

სიმწვანის პრობლემა მწვავედ დგას თბილისშიც. გამწვანების კოეფიციენტი ჩვენს დედაქალაქში 1 სულ მოსახლეზე, დაახლოებით, 4-5 კვ.მ.-ს შეადგენს. საბჭოთა კავშირის დროსაც კი ეს ნიშნული გაცილებით მაღალი იყო და 15კვ.მ.-მდეც აღწევდა.

შესადარებლად, გეტყვით, რომ სხვადასხვა ქალაქში გამწვანების კოეფიციენტი ასეთია👇

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ტერიტორიის რაოდენობა, მინიმუმ, 9 მ2 უნდა იყოს და იქამდე ფეხით მისვლა 15 წუთში უნდა იყოს შესაძლებელი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თბილისს უფრო და უფრო მეტი სიმწვანე ესაჭიროება, თუმცა სასურველი შედეგი, სამწუხაროდ, ძალიან შორია. საინტერესოა, რამდენი მცენარე შეემატა ქალაქს ბოლო პერიოდში?

როგორც “სითი კვირას” გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, 2018 წელს და მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში, ურბანულ ზონებში დაირგო სხვადასხვა სახეობის 12 973 ცალი ბუჩქი, 9 904 ცალი ხე-მცენარე, 881 ცალი სურო და 310 896 ცალი სხვადასხვა ჯიშის სეზონური ყვავილი.

კომენტარი