სად იქნება გარევაჭრობა ნებადართული “თბილისობაზე” ?

სად იქნება გარევაჭრობა ნებადართული “თბილისობაზე” ?

167
გაზიარება

„თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება, საზეიმო ღონისძიებები კი ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე – რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდზე და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება. დედაქალაქის მერიის ცნობით, “თბილისობის” დღესასწაულზე გარევაჭრობა ნებადართულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში:

გლდანის რაიონი
მუხიანი, ნ. დუმბაძის გამზირი, II მ/რ, მე-18 კორპუსის მიმდებარედ.

ნაძალადევის რაიონი
ზღვის უბანი, ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთა, სკვერის მიმდებარედ.

დიდუბის რაიონი
პაიჭაძის ქუჩის N1, წყალტუბოს ქუჩა.

ჩუღურეთის რაიონი
ხეთაგუროვის სკვერის მიმდებარედ.

მთაწმინდის რაიონი
კოსტავას ქუჩის N37ა, ვერის პარკის მიმდებარედ.

ვაკის რაიონი
ფალიაშვილის ქუჩის N34, გეგეშიძის ბაღის მიმდებარედ.

საბურთალოს რაიონი
სპორტის სასახლის მიმდებარედ.

სამგორის რაიონი
ვარკეთილი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა, სვანების ბაზრობის ტერიტორია.

ქვემო სამგორი
გუმათჰესის ქუჩა, ცენტრალური სკვერი.

ლილო
ჭირნახულის ქუჩის N18-ის მიმდებარედ.

ისნის რაიონი
ქ. წამებულის გამზირის N2, მეტრო “ავლაბრის” მიმდებარედ.

კომენტარი