გააცოცხლე საქართველოს ისტორია

გააცოცხლე საქართველოს ისტორია

79
გაზიარება

მოზარდების ინტელექტუალურ-სპორტულ აქტივობებში ჩართულობისთვის და მათ შორის კომუნიკაციის გაღრმავებისთვის კრწანისის გამგეობა რაიონში მცხოვრები მოსწავლე ახალგაზრდობისათვის შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებას განაგრძობს.

მორიგი აქტივობა, კრწანისის რაიონის საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის (მე-8, მე-9, მე-10 კლასი) სპორტულ- ინტელექტუალური თამაშის თემაზე – „გააცოცხლე საქართველოს ისტორია“ გაიმართა.

სპეციალურად თამაშისთვის შექმნილ რუკაზე, სახელწოდებით – “გააერთიანე საქართველო” აღნიშნული იყო ის ადგილები, სადაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ბრძოლები გაიმართა. ქალაქები და ბრძოლები კი – დანომრილი ქრონოლოგიურად – უძველესიდან უახლესისკენ ( სულ 10 ბრძოლა).

თამაშში მონაწილე 10 ბავშვისგან შემდგარი 10 გუნდის მიზანი იყო, დაეგროვებინათ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია აღნიშნულ ბრძოლებზე, დავალებების შესრულებით კი მოიპოვებინათ „ბრძოლებში“ გასამარჯვებლად საჭირო რესურსი.

პირველი ადგილის მფლობელი კრწანისის N65 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

„ ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა მსგავსს აქტივობებში ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია. ყველა ღონისძიება რაც აქამდე ჩატარდა და წლის განმავლობაში გეგმის მიხედვით არის გაწერილი სწორედ ამას ემსახურება. ჩემთვისაც ეს მათთან ურთიერთობის, მათი სურვილების და აზროვნების გაგების საუკეთესო საშუალებაა. მიხარია რომ ახალი თაობა ასე კარგად აზროვნებს და ასეთი მოტივირებულია“ – აღნიშნა ღონისძიებაზე ლევან ჯაფარიძემ.

საგულისხმო ფაქტია, რომ ანალოგიური თამაშები უკვე განახორციელეს ისნისა და ჩუღურეთის გამგეობებმა, რაც ვფიქრობთ პოზიტიურად აისახება თბილისში მცხოვრებ მოსწავლეებზე

კომენტარი