გმირთა მოედნის მემორიალის ირგვლივ არსებული მწვანე საფარი განაახლეს

გმირთა მოედნის მემორიალის ირგვლივ არსებული მწვანე საფარი განაახლეს

72
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გმირთა მოედნის მემორიალის ირგვლივ არსებული მწვანე საფარი განაახლა.

სამუშაოების ფარგლებში, სრულად ჩანაცვლდა დაზიანებული მცენარეები. დაირგო ყვავილები და ბუჩქები, კერძოდ 1500 ძირი თეთრი ვიოლა და 22 ძირი ფოტინია. 500 კვადრატულ მეტრ ფართობი კი, მულჩით დაფარეს.

გამწვანების პარალელურად, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დახმარებით, დაიდგა ახალი ურნები და დამონტაჟდა ახალი LED განათების სისტემა.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური-ს ფოტო.

კომენტარი