დიდუბის გამგეობა უსაფრთხოების მოაჯირებს და ბოძკინტებს ამონტაჟებს

დიდუბის გამგეობა უსაფრთხოების მოაჯირებს და ბოძკინტებს ამონტაჟებს

93
გაზიარება

ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების ხელშესაწყობად დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბესა და დიღმის მასივში უსაფრთხოების მოაჯირებს და ბოძკინტებს ამონტაჟებს.

უსაფრთხოების მოაჯირები უკვე დამონტაჟდა დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-15 და მე-19 კორპუსებთან; მეოთხე კვარტლის მე-13 კორპუსთან, მეოთხე კვარტლის მე-13 კორპუსთან, მეხუთე კვარტლის 23-ე კორპუსთან და აკაკი წერეთლის გამზირის N76-თან.

გარდა ამისა, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების მიზნით, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-13 კორპუსთან, მეექვსე კვარტლის მე-10 კორპუსთან და ახმეტელის ქუჩის N10-თან ბოძკინტები განთავსდა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 79 416 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელა.

მოსახლეობის მიერ შემოტანილი განცხადებების საფუძველზე, უსაფრთხოების მოაჯირებისა და ბოძკინტების მონტაჟი მიმდინარე წლის განმავლობაში სხვა მისამართებზეც იგეგმება

კომენტარი