თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ლატვიური საგუნდო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს

თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ლატვიური საგუნდო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს

32
გაზიარება

1 ოქტომბერს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურული ცენტრი,  ლატვიური საგუნდო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ რიგის სტრადინსის უნივერსიტეტის შერეული გუნდი „რიგა“, ევიტა ტარანდას და ზანე ზილბერტეს დირიჟორობით, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა არჩილ უშვერიძის ხელმძღვანელობით და ლატვიელი ორგანისტი – ილზე დუმინა-კროია.
კონცერტი 27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართება და  შესრულდება სხვადასხვა ეპოქის ლატვიელ კომპოზიტორთა საგუნდო ქმნილებები.
ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
პარტნიორები: რესტორანი “თბილისური მუხამბაზი” და სასტუმრო “სითი ავენიუ”.

კომენტარი