კოსმოსის ახალი ერა

კოსმოსის ახალი ერა

130
გაზიარება

ჩვენი ცივილიზაციის კიდევ ერთი ახალი ნაბიჯია სამყაროში „უსაქმოდ მოსეირნე“ წითელი ტესლას შემდეგ ილონ მასკიმ მსოფლიოს კოსმონავტიკის ისტორიაში ყველაზე მძლავრი რაკეტის წარდგენა.

ხომალდის „Starship“-ის პროტოტიპი, რომელიც ახლა კოსმოდრომზე დგას და გამოცდისათვის ემზადება ტეხასში ააწყვეს. გამოცდის მიზანია საცდელი ფრენის დროს რაკეტა 20 დედამიწიდან კილომეტრის სიმაღლეზე ავიდეს.

ილონ მასკისა და Space X-ს ამ რაკეტასთან დაკავშირებით გრანდიოზული გეგმები აქვს. უახლოეს ნახევარ წელიწადში Starship-მა ორბიტას უნდა მიაღწიოს, შემდეგ კი დაიწყება მთვარეზე და მარსზე პილოტირებული მისიების დაგეგმვა.

გეგმაშია Starship-ს არა მხოლოდ კოსმოსის ათვისებისათვის გამოყენება, არამედ ტვირთებს დედამიწის ერთი ნაწილიდან მეორეში უსწრაფესად გადატა, ანუ მისი გადამზიდავად გამოყენება.

Mk1 ამჟამად ამჟამად ტეხასის შტატ ბოკა ჩიკას პოლიგონზე იმყოფება. ინჟინრები მის კონსტრუქციას ჯერ კიდევ ამუშვებენ. პარალელურად შტატ ფლორიდაში, კანავერალის კონცხზე Space X-ის გუნდი მეორე პროტოტიპზე, Mk2-ზე მუშაობს.

ილონ მასკის განცხადებით Space X-ის ორივე გუნდი პარალელურ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს. ორბიტას ან ტეხასში აწყობილი პროტოტიპი Mk1  მიაღწევს ან ფლორიდაში დამზადებული Mk2. იმის გათვალისწინებით, რომ კოსმოსური ხომალდები მრავალჯერადი დანიშნულებისაა, Space X-ის დამფუძნებელს იმედი აქვს, რომ მათი გამოცდა დროის მოკლე მონაკვეთში მოხერხდება.

საცდელი ფრენების შესრულებას ორ თვეში ვარაუდობენ.

კომენტარი