მთაწმინდაზე კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შეაკეთეს

მთაწმინდაზე კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შეაკეთეს

53
გაზიარება

მთაწმინდაზე წლების განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში არსებულ შენობას რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაცია ჩუტარდა.

აბაკელიას ქ. №13-ში მდებარე საცხოვრებელ სახლის სადარბაზო, ისტორიული კიბე და მოაჯირი სრულად აღდგა. დაიგო გრანიტის ფილები, შეიღება კედლები და ჭერი. რეაბილიტაცია ასევე ჩაუტარდა შესასვლელ კარს.

პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით” განხორციელდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 24 419 ათასი ლარი დაიხარჯა.

რეაბილიტირებული სადარბაზო მთაწმინდის გამგებელმა დავით კირკიტაძემ დაათვალიერა.

 

კომენტარი