2 ოქტომბერს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

2 ოქტომბერს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

92
გაზიარება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 2 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

კრწანისის რაიონში:

15 საათიდან 18 საათამდე კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში:

10 საათიდან 18 საათამდე სოფელი ლისის, ლისის საკრებულოს ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს  IV მიკრორაიონის,  ანდრო ბიწაძის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის,  ნოდარ ანდღულაძის, ტუსკიას, ქარელის, ზურაბ ქაფიანიძის, იყალთოს, ტეხურის, ნატახტარის, ბაკურციხის, პანკისის, ფანასკერტელ-ციციშვილის, გურამ ბზვანელის, წინაუბნის, ბახტრიონის, ტაშკენტის, ცინცაძის და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 15 საათამდე აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივანის, აკაკი გელოვანის, ძმები კარბელაშვილების, სიხარულის, პიმენ ყურაშვილის, სარიშვილის, ბაქრაძის, ხახულის და მაღლაკელიძის ქუჩების   მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში:

11 საათიდან 16 საათამდე ვიქტორ კუპრაძის და ღლონტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში:

10:30 საათიდან 18 საათამდე ვაზისუბნის დასახლების, სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ლაღიძის, შანდორ პეტეფის, ნოე რამიშვილის, ოსიპ მანდელშტამის, ალექსანდრე წულუკიძის, ბერი გაბრიელ სალოსის და კაკაბეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში:

10 საათიდან 18 საათამდე დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე მცხეთის, ქობულეთის და შროშის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში:

10 საათიდან 18 საათამდე ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის და შეშელიძის  ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, კონსტანტინე ლესელიძის და ომარ ხიზანიშვილის  ქუჩების  მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, გაგრის, ლიბანის, დავით სარაჯიშვილის და ილორის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარი