გაფრინდაშვილის ქუჩაზე არსებული გზაგამყოფი კუნძული გაამწვანეს

გაფრინდაშვილის ქუჩაზე არსებული გზაგამყოფი კუნძული გაამწვანეს

104
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, საშემოდგომო რგვების ფარგლებში, დედაქალაქში ტრანსპორტით ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ტერიტორიაზე, მასშტაბური გამწვანების სამუშაოები განახორციელა.

სრულად გამწვანდა დიდუბეში ნ. გაფრინდაშვილის ქუჩაზე არსებული გზაგამყოფი კუნძული.

ცენტრალური გზის გასწვრივ დაირგო 4 მეტრზე მაღალი 178 ძირი ხე, მათ შორის 50 ჭადარი, 102 ლიკვიდამბარი, 20 ცალი მინდვრის ნეკერჩხალი და 6 ცალი მუხა.

დედაქალაქის მასშტაბით, საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, სულ დაგეგმილია 12 000-მდე ძირი ხისა და 8 000-ზე მეტი ბუჩქის დარგვა.

კომენტარი