თბილისის ქუჩებში “შმაქსი” გამოჩნდა

თბილისის ქუჩებში “შმაქსი” გამოჩნდა

111
გაზიარება

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ თბილისის მერიის მიერ დაწესებული რეგულაციების შედეგად უმუშევრად დარჩენილ ტაქსისტებს “შმაქსაობაში” ჩართვას სთავაზობს.

პარტიის წევრები დღეს წიწამურში შეიკრიბნენ და ახლად დაფუძნებული კომპანიის – „შმაქსი“ პრეზენტაცია გამართეს, რის შემდეგაც საავტომობილო კოლონით თბილისის ქუჩებში გადაინაცვლეს.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა კომპანიის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო საქმიანობა იქნება – ის დაიქირავებს მასწავლებლებს რომლებიც თბილისში, საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ. იმ მგზავრებს კი, ვისაც “გირჩის”, საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გაცნობის სურვილი ექნებათ „შმაქსის“ მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ.

კომპანიის „შმაქსი“_ს მიერ დაქირავებული მასწავლებლები მგზავრებს თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე დაელაპარაკებიან და ასევე, მათ ავტომობილში “გირჩის” მიერ მიწოდებული აუდიო/ვიდეო მასალის ჩართვაც შეეძლებათ.

კომენტარი