თბილისში 6079 ძირი ხე-მცენარე და 1700 ბუჩქი შეწამლეს

თბილისში 6079 ძირი ხე-მცენარე და 1700 ბუჩქი შეწამლეს

53
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური საშემოდგომო გამწვანების სამუშაოების პარალელურად, დედაქალაქის მასშტაბით, ხე-მცენარეებს წამლობს.

მიმდინარე წლის სექტემბერში შეიწამლა 6079 ძირი ხე-მცენარე და 1700 ბუჩქი შემდეგ ლოკაციებზე: პირველი რესპუბლიკის და 9 აპრილის ბაღი, 9 მარტის და რიყის პარკი, კუს ტბის ასასვლელი გზასა და კუს ტბის გარშემო აეროპორტის დასახლება, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ეზო, საჯაიას ქ.#14 მიმდებარე, გლდანის მე-5 მ/რ, მე-17 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, კოსტავას ქ.#75 მიმდებარედ, ფანასკერტელის ქ.#1 და #6 კორპუსებს შორის არსებული სკვერი.

შეწამვლა ფიტოსანიტარიული კვლევის საფუძველზე ხორციელდება.

კომენტარი