მეწარმეობის ტრენინგი მომავალი თაობისათვის

მეწარმეობის ტრენინგი მომავალი თაობისათვის

139
გაზიარება

არაფორმალური განათლების მიმართულებით მომავალი თაობების განვითარებისათვის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს უდავოდ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს.

სასახლე მოზარდებსა და ახალგაზრდებს ამჯერადაც საინტერესო  წინადადებას სთვაზობს – 3 ოქტომბერს, 16 საათზე ჩატარდება ღია კარის დღე – მეწარმეობის მსურველი მოსწავლეებისათვის.

დაინტერესებულ ახალგაზრდებს საგანს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, მწერალი ვაჟა კაკაბაძე შეასწავლის.

ვისარგებლეთ შემთხვევით და ბატონ ვაჟას ამ საინტერესო საქმის შესახებ რამდენიმე შეკითხვა დავუსვით:

– რა ასაკზეა გათვლილი;
– ამ კითხვაზე პასუხი ასეთია: ვერ გახდები კარგი მეწარმე თუ ადრეულ ასაკიდან არ დაეჩვიე საქმის წესიერად და თანმიმდევრულად მართვას;
დიახ, მეწარმეობის უნარ–ჩვევები ყალიბდება ადრეულ ასაკიდან და თუ მკითხავთ რომელი ასაკიდან გიპასუხებთ, რომ პასკალი 11 წლის იყო როცა პირველი აღმოჩენა გააკეთა, ხოლო მოცარტი 10 წლისამ დაწერა პირველი სერიოზული მუსიკალური ნაწარმოები, ასევე ბევრმა ცნობილმა ამერიკელმა მილიონერმა, მაგალითად ფორდმა 25 წლის ასაკში დაიწყო ბიზნესი. ამდენად, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჯგუფები ასაკობრივი და, ამასთან, შესაძლებლობის შესაბამისად დაიყოფა;

– სწავლის ხანგრძლივობა რა პერიოდზე გათვლილი?
– სწავლის კურსი 5 თვეს შეადგენს და მოზარდი ივლის კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და კვირას, სკოლის გაკვეთილების დასრულების შემდეგ.

– კურსის დამთვრების შემდეგ რა აქტივობებია დაგეგმილი?
– აუცილებლად ჩატარდება კონფერენცია ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში და შესაძლოა სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

– სწავლება სოციალური მეწარმეობის მიმართულებითაც ხომ არ გაქვთ?
– სწავლების მთავარი მიზანია ბავშვმა შეიძინოს მეწარმეობის უნარ–ჩვევები, დამოუკიდებლად შეადგინოს ბიზნეს–გეგმა, რომელიც შესაძლოა მას გამოადგეს მომავალში და თუ რა საქმიანობის განხორციელება სურს ამას ბავშვი თავად ირჩევს;

– რამდენი ხანია რაც ახალგაზრდებს ამ მიმართულებით ასწავლით?
– ამ საქმიანობით დაკავებული ვარ 5 წელი, ბავშვები გამომყავდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლელებში, მათ შორისაა: თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბავშვები გამოვიყვანე საქართველოს პარლამენტში და დიდი მოწონება დაიმსახურეს;

– ვინმეს ხომ არ გაიხსენებთ, თქვენი მოსწავლეებიდან ვინც დღეს უკვე მეწარმეა?
– ჩემს ამღზრდელებს ჯერ არ დაუმთავრებიათ უმაღლესი სასწავლებელი. მაგრამ, მათთან მაქვს კავშირი და ძალიან კმაყოფილებია არიან იმით რაც ჩემთან ისწავლეს.

მაშ ასე, საუბრის დასასრულს იდევ ერთხელ შეგახსენებთ:
ღია კარის დღე, საგანი – მეწარმეობა, შეხვედრა თბილისში 3 ოქტომბერს, 16 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირი, N8.

კომენტარი