სამეცნიერო პიკნიკი ვაკის პარკში

სამეცნიერო პიკნიკი ვაკის პარკში

120
გაზიარება

არაფორმალური განათლებისა და სასიამოვნო გარემოს საუკეთესო ერთობლიობად შეიძლება მივიჩნიოთ ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამართული მერვე სამეცნიერო პიკნიკი.

მონაწილეებმა პარკში გამართულ  ორმოცამდე კარავში საინტერესო ექპერიმენტები ჩაატარეს. ინტერაქციულ გამოფენები და შემეცნებით-გასართობ პროგრამები შემოგვთავაზეს მეცნიერების პოპულარიზაცი ისჯგუფებმა საქართველოდან და ევროპიდან; საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, არასამთავრობო, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებმა.

ღონისძიების მთავარი სცენა დღის პირველ ნახევარში მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო შოუებისა და სამეცნიერო თემატიკაზე შექმნილ წარმოდგენებს დაეთმო. ასევე,  განათლების კოალიციის მხარდაჭერით სასცენო წარმოდგენები გამართეს რეგიონების საჯარო სკოლის მასწავლებლებმა,  ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის მასწავლებლებმა და მათი მოსწავლეებმა.

პიკნიკის ფარგლებში ვაკის მედიათეკაში მოეწყო სამეცნიერო კაფე, სადაც ილია უნის მეცნიერებმა წაიკითხეს ლექციები საინტერესო თემებზე.

მეტი ინფორმაციის მისაღებად „პიკნიკის“ ორგანიზატორებსა და სული ჩამდგმელებს გავესაუბრეთ.

ნატო სამხარაძე ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის კოორდინატორი:

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი პირველად 2012 წელსჩატარდა. საქართველოში ეს იყო პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურებოდა.

ღონისძიების ინიციატორი და მთავარი ორგანიზატორი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სამეცნიერო პიკნიკის წარმატებით ჩატარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს თბილისის მერიამ, რომელიც ყოველ წელს ჩვენი პარტნიორია, პოლონეთის საელჩომ საქართველოში და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ.

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი პოლონური წარმატებული მოდელის მიხედვით გაკეთდა, რომელიც ვარშავაში წელს უკვე მეოცედ იმართება კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისა და პოლონეთის რადიოს ორგანიზებით.

წელს, სამეცნიერო პიკნიკი, უკვე მერვედ გაიმართა. ღონისძიება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.

წლევანდელი „პიკნიკის“ თემა  გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების 17 მიზანია განათლებაზე ფოკუსირებული;

მხარდამჭერები არიან  საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და განათლების კოალიცია.

ღონისძიებას ყოველ წელს გვერდში უდგას ძალიან ბევრი არასამთავრობო და სახელმწიფო დაწესებულება. WWF, NG საქართველო, CENN, GWP, წითელი ჯვარი, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, ევექსის კლინიკები, თბილისის ზოოპარკი,ეკოხედვა, ექსპერიმენტორიუმი, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია.

ასევე ძალიან დიდია და შეიძლება ითქვას, რომ პიკნიკის ბირთვს წარმოადგენენ კერძო და საჯარო სკოლები. ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის სკოლები ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას და მათ სპეციალური ზონა ეთმობათ ვაკის პარკში.

ბაქსვუდის, ბრიტანულ ქართული საეთაშორისო სკოლის, ევროპულის სკოლისა და სხვა კერძო სკოლების წარმომადგენლები საინტერესო აქტივობებით არიან წარმოდგენილი.

არც სხვა უნივერსიტეტების დაინტერესებაა უცხო ჩვენთვის.

ღონისძიების მთავარი სცენა დღის პირველ ნახევარში მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო შოუების ანიმატორებსა და სამეცნიერო თემატიკაზე შექმნილ ,,heweliusze nauki’’–ის  წარმოდგენებს დაეთმოთ.

განათლების კოალიციის  მხარდაჭერით სასცენო წარმოდგენები გამართეს რეგიონების საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მათმა მოსწავლეებმა, ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის მასწავლებლებმა.

დაჯილდოების შემდეგ მთავარ სცენაზე გაიმართა პირველკურსელების მიღების ცერემონია – Welcome Party დაკონცერტი.

კონცერტზე დაუკრეს:

  • LOUDspeakers
  • The BearFox
  • Audio Space

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ, საელჩოებსა და ორგანიზაციები ლიდერებს  წარმომადგენლებს რომლებმაც გახსნეს ღონისძიება.

მიმაჩნია, რომ ღონისძიებამ გაამართლა. ჩვენ ისევ გავაგრძელებთ არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას საქართველოში.

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი არის ღონისძიება, რომელიც ყველა ჩვენ ახალ და უკვე გამოცდილ მონაწილეს ჩანიშნული აქვს კალენდარში, და ყოველ წელს ელოდება რეგისტრაციის გამოცხადებას.

მომავალშიც იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ უფრო და უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ისარაფორმალური განათლება, არის ის ამომავალი წერტილი რაც ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებას ემსახურება. ასევე, არის ძალიან კარგი საშუალება დაანახო ახალგაზრდებს, რომ საბუნებისმეტყველო მიმართულების არჩევა არის დიდი პერსპექტივისა და განვითარების მატარებელი და სულ არ არის მოსაწყენი რუტინა.

ყოველკვირეული სამეცნიერო კაფე და მკვლევართა კლუბების ქსელი რომელიც ილიაუნიში 2014 წლიდან არსებობს, სწორედ ამ ყველაფერს ემსახურება.

ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან ვინც ცდილობს თავისი საქმით, STEAM-ის მიმართულების განვითარებას შეუწყოს ხელი და ასევე მათთან ვინც უბრალოდ დაინტერესებულია ყველა ამ სფეროთი.

კომენტარი