თბილისში არსებულ ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელს მიანიჭებენ

თბილისში არსებულ ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელს მიანიჭებენ

87
გაზიარება

თბილისის საკრებულო დედაქალაქში არსებულ ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელს მიანიჭებს. ობიექტის შერჩევისა და სახელდების პროცედურებში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია კომპოზიტორის ოჯახისა და დაინტერესებული მოქალაქეების აზრს გაითვალისწინებს.

“საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, გია ყანჩელის გარდაცვალებამ მთელ საქართველოს გული დაწყვიტა.

კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს კულტურისთვის. საერთაშორისო მნიშვნელობისაა ის უკვდავი საგანძური, რომელიც გია ყანჩელმა დაგვიტოვა.

თბილისის საკრებულო უსამძიმრებს ოჯახს, სრულიად საქართველოს და გამოდის ინიციატივით, თბილისში არსებულ ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს  გია ყანჩელის სახელი მიენიჭოს.” – აღნიშნულია საკრებულოს განცხადებაში.

კომენტარი