გულია გოცირიძემ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა

გულია გოცირიძემ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა

69
გაზიარება

მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების  მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ სამაჟორიტარო ოლქში არსებული საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები დააჯილდოვა.

გულია გოცირიძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადასცა.

„მასწავლებლობა ყველაზე რთული პროფესიაა. ჩვენი მიზანი  თქვენი შრომისა და ღვაწლის დაფასებაა. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც სამყაროს უკეთესობისკენ ცვლიან. შემოქმედი მასწავლებელი ხომ ლაღ და თავისუფალ თაობებს ზრდის. მადლობა თქვენი ამაგისთვის, გილოცავთ პროფესიულ დღეს და წარმატებას და წინსვლას გისურვებთ“,- განაცხადა დაჯილდოებაზე გულია გოცირიძემ.

დეპუტატის ინიციატივით, დაჯილდოების ცერემონიის პარალელურად გამოფენა გაიმართა, სადაც  პედაგოგებმა საკუთარი ნამუშევრები – ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, ნაქარგები, ნაქსოვები, ანიმაციები და თოჯინები წარმოადგინეს.

გამოფენას გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე ნანა ციმაკურიძე, სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

კომენტარი