ეროვნული ჯილდო მასწავლებლებისათვის

ეროვნული ჯილდო მასწავლებლებისათვის

45
გაზიარება

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი 5 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მთაწმინდის პარკში, კლუბში „ანდერვილი“ გაიმართება. ცერემონიალზე ხუთი ფინალისტიდან ერთ-ერთი ჯილდოს მფლობელი გახდება, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 10 000 ლარს გადასცემს.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები არიან:

  • თამარ ადამია – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;
  • ნათია კურტანიძე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი;
  • მაია მენაბდე – ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის „განათლება”, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ქეთევან მერებაშვილი – სკოლა-ლიცეუმ პრომეთეს, გეოგრაფიის მასწავლებელი;
  • გიორგი ჭაუჭიძე – მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი.

კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი. კონკურსი ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლიბერთი ბანკის, ტელეკომპანია იმედის, საზოგადოებრივი მაუწყებელის და მარკეტინგული კომპანიის „4MEDIA“ მხარდაჭერით.

წელს, ასევე საუკეთესო ათეულის მასწავლებლებისთვის პრიზები დააწესეს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ, გიმნაზიამ „შავნაბადა“, სკოლა-ლიცეუმმა „პრომეთე“, ქართულ-ამერიკულმა სკოლამ „პროგრესი“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეროვნულმა სააგენტომ, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, სულაკაურის გამომცემლობამ, როტარი კლუბმა და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ.

კომენტარი