მასწავლებლებო, გილოცავთ – დირექტორები პედაგოგებს ულოცავენ

მასწავლებლებო, გილოცავთ – დირექტორები პედაგოგებს ულოცავენ

152
გაზიარება

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით Sity.kvira.ge-ს საშუალებით თბილისის საჯარო და კერძო სკოლის დირექტორები პედაგოგის დღეს მასწავლებლებს უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე ულოცავენ.

ძვირფასებო გილოცავთ, გილოცავთ და უამრავ ბედნიერებას გისურვებთ.

თქვენი შრომის ისე დაფასება, როგორსაც თქვენ, მასწავლებლები იმსახურებთ შეუძლებელია.

გეტყვით მხოლოდ, რომ თქვენი წინსვლა, წარმატება და კეთილდღეობა ყველა ჩვენთაგანის წარმატებისა და ბედნიერების მომტანია.

კეთილი სურვილებით

სსიპ თბილისის N84 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ბაციკაძე

 

„კრწანისი მარჯისა“ და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ და გისურვებთ წინსვლას, რადგან თქვენი წინსვლა და წარმატებაა, ყველა ჩვენთაგანის წინსვლისა და წარმატების საწინდარი.

თქვენ ჩვენი საზოგადეობის საუკეთესო წევრები ხართ.

მადლობა თანამშრომლობისათვის „კრწანისი მარჯისა“ და საქართველოს ყველა სკოლის პედაგოგს.

თქვენი ღიმილი ჩვენ გაგვაძლიერებს.

კერძო სკოლა „კრწანისი მარჯის“ დირექტორი მადონა ხარატიშვილი

 

ჩემო საყვარლებო მასწავლებლებო გილოცავთ პროფესიულ დღეს!

მინდა დიდი მადლობა გითხრათ თავდაუზოგავი შრომისათვის.

გისურვებთ წარმატებებს და ჯანმრთელობას.

მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა.

თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელი და  გმირობის ტოლფასია. წლების განმავლობაში  მრავალი ღირსეული თაობა აღზარდეთ და დაუღალავად ემსახურებით ჩვენს ქვეყანას.

პატივისცემით

სსიპ-ქალაქ თბილისის N153 საჯარო სკოლის დირექტორი

ნათია ფეიქრიშვილი

 

ძვირფასო მასწავლებლებო, გილოცავთ პროფესიულ დღე, ყოველი თქვენი გადადგმული ნაბიჯი ნაყოფიერ და წარმატებული ყოფილიყოს, დაფასებული და აღიარებული.

თქვენმა თვდაუზოგავმა შრომამ და განათლების რეფორმის ფეხაწყობილმა ქმედებამ უნდა მიგვიყვანოს ახალგაზრდა თაობის აღზრდისა და განათლების მისაღწევ შედეგეგზე.

გისურვებთ სიამით გეტარებინოთ დაფასებული და აღიარებული მასწავლებლის წოდება

ჩემო საყვარლებო მასწავლებლებო გილოცავთ პროფესიულ დღეს!

სსიპ თბილისის N112 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო თაბაგარი

 

სსიპ თბილისის N98 საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი მომცელიძე.

ჩემო ძვირფასო კოლეგებო, გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს!

უდიდესია თქვენი ღვაწლი ქვეყნის და საზოგადოების განვითარების პროცესში. მადლობა თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის.

გისურვებთ ყოველი გათენებული დილა ყოფილიყოს თქვენთვის პოზიტიური და ბედნიერი!

მეამაყება თქვენს რიგებში ყოფნა!

უდიდესი პატივისცემით

 

კომენტარი