მასწავლებლებო, “სითი კვირა” გილოცავთ

მასწავლებლებო, “სითი კვირა” გილოცავთ

42
გაზიარება

საერთაშორისო დღეს ვულოცავთ ყველა მასწავლებელსა და მასწავლებლობის მაძიებელს. ვუსურვებთ წინსვლასა მუდმივ წარმატებებს, რადგან საზოგადოების განვითარებასა და კეთილდღეობაზე პედაგოგის წარმატება სრულად აისახება…

აქვე გეტყვით, რომ 1966 წელს, 5 ოქტომბერს, პარიზში მთავრობათშორის კონფერენციაზე იუნესკომ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მასწავლებელთა მდგომარეობის თაობაზე რეკომენდაციები მიიღეს.

ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განათლების სფეროს მუშაკთა სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავდა.

სწორედ ის მოვლენა გახდა მიზეზი 1994 წელს 5 ოქტომბერი იუნესკოს მასწავლებლის მსოფლიო დღედ გამოეცხადებიან.

რეკომენდაციებში მასწავლებელთა უფლება-ვალდებულებები და მათი მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლების, სამუშაოზე მიღებისა და შრომის პირობების განმსაზღვრელი საერთაშორსო ნორმებია გათვალისწინებული.

ამას გარდა, 1997 წლის 5 ოქტომბერს იუნესკოს გენერალურმა კონფერენციამ უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგთა სტატუსის შესახებ რეკომენდაციები მიიღო.

კომენტარი