თოჯინების თეატრი და ტიტანის რობოტები ვაკეში

თოჯინების თეატრი და ტიტანის რობოტები ვაკეში

71
გაზიარება

ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, თბილისობის აღსანიშნავად, მრგვალ ბაღსა და მარიჯანის ქუჩაზე მდებარე სკვერში საბავშვო-გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

პატარებისთვის მოეწყო კონცერტები საბავშვო სტუდიების მონაწილეობით, ასევე სხვადასხვა შემეცნებითი წარმოდგენა – ქიმიური ლაბორატორიის შოუ, ილუზიონისტის შოუ, სტუმრების ჩართულობით გაიმართა დრამერების მსვლელობა. გარდა ამისა, ბავშვებისთვის მოეწყო თოჯინების თეატრი, ტიტანის რობოტების წარმოდგენები, ცეკვის კარაოკე საყვარელ გმირებთან ერთად.

გასართობი ღონისძიებების ფარგლებში, მრგვალ ბაღსა და მარიჯანის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოწყობილი იყო ატრაქციონების, ასევე, სამაგიდო და სხვა თამაშების კუთხეები.

კომენტარი