ლაზერ შოუ, ნეონის, რობოტებისა და ცეცხლოვანი შოუ ნაძალადევში

ლაზერ შოუ, ნეონის, რობოტებისა და ცეცხლოვანი შოუ ნაძალადევში

81
გაზიარება

„თბილისობა 2019-ის“ ფარგლებში, ზღვის უბანში კულტურულ-გასართობი ღონისძიება ჩატარადა. სტუმრების სადღესასწაულო განწყობაზე მუსიკალურმა ჯგუფებმა იზრუნეს. კონცერტისა და გასართობი აქტივობების შემდეგ, ლაზერ შოუ, ნეონის, რობოტებისა და ცეცხლოვანი შოუ გაიმართა.

ღონისძიებას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად დაესწრო.

„ჩვენი ქალაქის თითოეულ მცხოვრებს ვულოცავ თბილისობას. ქალაქის მასშტაბით, ძალიან ბევრი ღონისძიება იმართება. ნაძალადევის რაიონის მცხოვრებლებისთვის გადავწყვიტეთ კონცერტი და გასართობი შოუ ზღვის უბანში მოგვეწყო. ახალგზარდებმა და ბავშვებმა განსაკუთრებით კარგი დრო გაატარეს. – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ღონისძიების პირველი ნაწილი საჯარო სკოლებს შორის შემოქმედებით კონკურსს დაეთმო. თემაზე „ჩემი თბილისი“ სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები წარმოადგინეს. კონკურსის გამარჯვებული N113 სკოლა გახდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სკოლებს ფულადი ჯილდოები და სიგელები გადაეცათ.

„თბილისობის“ აღსანიშნავი ღონისძიება ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარი