ახალი სივრცე ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშესაწყობად

ახალი სივრცე ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშესაწყობად

32
გაზიარება

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, ორ ადგილზე მოეწყო თანამედროვე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე, ერთი დიდ დიღომში, მეორე კი ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელ სატრანსპორტო კვანძთან, რომლითაც მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს. ასეთი სივრცეები საქართველოში პირველად ეწყობა. ვეცდებით, მოსახლეობას მომავალშიც შევთავაზოთ ასეთი თანამედროვე პროექტები“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დიდ დიღომში, ბრწყინვალეს ქუჩის N1 კორპუსის მიმდებარედ, 600 კვ.მ ფართობზე მოწყობილი მულტიფუნქციური სპორტული სივრცის გახსნაზე.

ახალი სპორტული სივრცე საბურთალოს რაიონის გამგებელმა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან და ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონებთან – ლაშა ტალახაძესთან და ლევან ნახუცრიშვილთან ერთად დაათვალიერა.

სივრცეში სხვადასხვა სახეობის ფიტნეს ტრენაჟორები დამონტაჟდა. თითოეულ სპორტულ ინვენტარზე დამონტაჟებულია ინსტრუქცია და QR კოდი მეშვეობით შესაძლებელია ვარჯიშის ვიდეოინსტრუქციის ნახვა. გარდა ამისა, სპორტულ ინვენტარს აქვს აპლიკაცია, როგორც ანდროიდის, ისე ios-ისთვის, რომლითაც შესაძლებელია ვარჯიშების აწყობა და აჩვენებს, თუ რომელი ვარჯიში რომელი კუნთის განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, განსაზღვრავს სტატისტიკას, პროგრესს და კვების რეჟიმს.

სამუშაოები გამგეობის დაფინანსებით, კომპანია “გრინსერვის +”-მა შეასრულა.

კომენტარი