მზადება საერთაშორისო ოლიმპიადისათვის

მზადება საერთაშორისო ოლიმპიადისათვის

96
გაზიარება

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია იწყებს მზადებას ქიმიის საერთაშორისო 52-ე ოლიმპიადისათვის (IChO-2020), რომელიც 2020 წლის 6-15 ივლისს სტამბულში ჩატარდება.

მზადების პირველი ეტაპზე ასოციაცია იწვევს ქიმიით დაინტერესებულ უფროს კლასელ მოსწავლეებს. პირველი საინფორმაციო შეხვედრა 7 ოქტომბერს ჩატარდა საათზე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.

საერთაშორისო ოლიმპიადის საგზურის მოპოვებისათვის საჭიროა ქიმიაში ეროვნულ ოლიმპიადაში საუკეთესო ათეულში მოხვედრა და დამატებითი,  საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ორი ტურის გავლა. ოლიმპიადისათვის მეცადინეობები 15 ოქტომბრიდან დაიწყება.

ასეთ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ფორუმისათვის ჩვენი გუნდის მზადყოფნას საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია უზრუნველყოფს. რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარ მიზანია ქიმიის პოპულარიზაცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებში. ამიტომ იგი ყოველწლიურად არის ჩართული ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადისათვის საქართველოს ნაკრების მომზადებაში.

2020 სტამბულის ოლიმპიადისათვის სამზადისში მენტორები იქნებიან ქიმიკოსები: ელიზბარ ელიზბარაშვილი; ვახტანგ კურცხალია; თინათინ ბუთხუზი; ნათია ოჩხიკიძე.

გვესუბრება ოლიმპიადის მენტორი ელიზბარ ელიზბარაშვილი:

– საქართველო ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის წევრია 2012 წლიდან. პირველი ორი წლის განმავლობაში დამკვირვებლის სტატუსით ვმონაწილეობდით, ხოლო ნაკრები გუნდით პირველად 2014 წელს, ჰანოის ოლიმპიადაზე წარსდგა. ამასთანავე აღსანიშნავია რომ საქართველომ 2016 წელს თავად მოიპოვა მასპინძელი ქვეყნის სტატუსი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღებას უზრუნველყოფს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნიჭიერ მოსწავლეთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში (კურატორი ნინო ცანდიშვილი).

დღეისათვის საქართველოს ნაკრების მონაპოვარია 9 ბრინჯაოს მედალი და ერთი დიპლომი.

City.kvira.ge მონაწილეობის მსურველ მოსწავლე ახალგაზრდებს წარმატებას უსურვებს განათლების მიღებასა და ქვეყნის პოპულარიზების საქმეში.

კომენტარი