სიახლე მოსწავლეებისათვის – ვარკეთილის მედიათეკაში კინოკლუბი გაიხსნება

სიახლე მოსწავლეებისათვის – ვარკეთილის მედიათეკაში კინოკლუბი გაიხსნება

71
გაზიარება

თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება ახალ კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებით საშაბათო პროექტს იწყებს – 12 ოქტომბრიდან ვარკეთილის მედიათეკაში კინოკლუბი გაიხსნება.

კინოკლუბი 13-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდებში არაფორმალური და სახელოვნებო განათლების ხელშეწყობას და უზრუნველყოს შემდეგი უნარების განვითარება: კრიტიკული აზროვნება, ეფექტური კომუნიკაცია, ემოციების მართვა, ინტერპერსონალური ურთიერთობები და სოციალური პასუხისმგებლობა.

კინოკლუბი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ პროცესს: კინოს დაბადების ისტორიას, ძირითადი ჟანრების მიმოხილვას, ფილმის რეცენზიის, სცენარისა და აფიშების შექმნასა და კამერასთან მუშაობის სპეციფიკას.

პროექტის დასკვნით ეტაპზე კლუბის წევრების მიერ შექმნილი და შერჩეული ერთი სცენარის მიხედვით თავად გადაიღებენ მოკლემეტრაჟიან ფილმს.

პროექტის მსვლელობისას მოზარდები ნახავენ ასაკზე მორგებულ, ფსიქოლოგთა და განათლების ექსპერტთა მიერ რეკომენდებულ, სხვადასხვა სოციალური თემატიკის ფილმებს. ჩვენების შემდეგ გაიმართება განხილვა.

რეგისტრაცია ელექტრონულადაა შესაძლებელი:

https://bit.ly/2lxQHw1

კინოკლუბს გაუძღვებიან:

ქეთევან გავვა – კინომცოდნე. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პროექტის „კინო სკოლაში“ წამყვანი სპეციალისტი, პროექტის „სარკმელი კინოსამყაროში“ მენეჯერი, კინოგანათლების ტრენერი.

ვასიკო ჯანგებაშვილი – კინორეჟისორი. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პროექტ “კინო სკოლაში” წამყვანი სპეციალისტი. რამდენიმე მოკლემეტრაჟანი მხატვრული ფილმის ავტორი.

ბესო ოდიშარია – დრამატურგი.

კომენტარი