ჩუღურეთში სადარბაზოები შეაკეთეს

ჩუღურეთში სადარბაზოები შეაკეთეს

74
გაზიარება

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,  ჩუღურეთის რაიონში, მარჯანიშვილის N4-ში, ერთდროულად სამი სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები დასრულდა.

პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სამუშაოები, ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, შპს „დგარი“-მ შეასრულა და პროექტის ღირებულება 21 000 ლარია.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს, ხოლო მოსახლეობა ამხანაგობის ანგარიშზე თანხის 10% აგროვებს და საერთო სარგებლობისთვის იყენებს. აღნიშნული მისამართის ამხანაგობის წევრებმა, საკუთარ ანგარიშზე არსებული თანხით ეზოს ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, საჩრდილობელი შეიძინეს.

კომენტარი