ვაშლიჯვარში ატრაქციონები და LED განათების ქსელი მოეწყო

ვაშლიჯვარში ატრაქციონები და LED განათების ქსელი მოეწყო

89
გაზიარება

ვაშლიჯვარში, არზაყან ემუხვარის I შესახვევის N5 კორპუსის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ბავშვებისათვის სხვადასხვა სახის ატრაქციონები და ასევე, LED განათების ქსელი მოეწყო. ამასთან, გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა.

დასასვენებელ სივრცეში ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა და ტერიტორია ღობით შემოისაზღვრა.

დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

სივრცის რეაბილიტაცია საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 67 915 ლარი გამოიყო.

კომენტარი