თბილისში შადრევნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისში შადრევნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

67
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის და შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი’’, დედაქალაქის მასშტაბით, შადრევნების მოწყობა-რეაბილიტაციაზე მუშაობს.

“თბილისობის” დღესასწაულისთვის რიყის პარკის სტუმრებს ორი განახლებული ხელოვნური მდინარე და აღდგენილი შადრევანი დახვდათ. წლების განმავლობაში რიყის პარკში მხოლოდ ცენტრალური შადრევანი მუშაობდა, ხოლო ხელოვნური მდინარეები და დამატებითი შადრევანი არ ფუნქციონირებდა.

უკვე დაიწყო ვარკეთილის 3, IIIა მ/რ, კორპ. 325-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში ახალი შადრევნის მოწყობის სამუშაოები.

უახლოეს დღეებში დაიწყება ოპერის ბაღში მდებარე, ვ. ჭაბუკიანის სახელობის ბაღში მდებარე, 300 არაგველის ბაღში მდებარე და ჟ.კალანდაძის სახელობის სკვერში მდებარე შადრევნების სრული რეაბილიტაციის სამუშაოები.

„შპს ეკოსერვის ჯგუფმა“ დაფუძნებიდან ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე შადრევნის სრული რეაბილიტაცია განახორციელა, მათ შორის ვარკეთილში, ვაზისუბანში და ჩიტაიას სკვერში მდებარე შადრევნების.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ყაზბეგის გამზირზე, ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღში (ე.წ. წითელი ბაღი), ამორტიზებულ შადრევანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა. 2019 წელს დედაქალაქს შეემატა სრულიად ახალი შადრევანი გლდანის პარკშიც.

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური განახლებული იერსახით აღადგენს ორ შადრევანს, რომელიც ათწლეულობის განმავლობაში უმოქმედო იყო.

კომენტარი