იმედი გვაქვს ეს ავტობუსი თბილისის მცხოვრებლებს მოეწონება – განაცხადა ISUZU-ს წარმომადგენლებმა

იმედი გვაქვს ეს ავტობუსი თბილისის მცხოვრებლებს მოეწონება – განაცხადა ISUZU-ს წარმომადგენლებმა

36
გაზიარება

ევროპის მოედანზე ახალი ავტობუსების პრეზენტაციას ესწრებოდნენ  თბილისის ვიცე-მერი, მერის მოადგილეები, თბილისის საკრებულოს წევრები, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები.

ასევე, სტუმრები:  „ჯი-თი გრუპ“-ისა და ISUZU-ს მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group-ის  პრეზიდენტი ტუნჩაი ოზილჰანი, გენერალური დირექტორი ჰურშით ზორლუ და Anadolu ISUZU-ს გენერალური დირექტორი თუგრულ არიკანი.

თბილისის მერმა თურქ სტუმრებს მადლობა გადაუხადა თანამსრომლობისათვის.

Anadolu ISUZU-ს გენერალური დირექტორმა თუგრულ არიკანმა მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და იმედი გვაქვს ეს ავტობუსი თბილისის მცხოვრებლებს მოეწონება.

 

კომენტარი