კითხვის საათი ბავშვებისთვის

კითხვის საათი ბავშვებისთვის

132
გაზიარება

კიდევ ერთი საინტერესო ამბავი თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბილბიოთეკების გაერთიანებისაგან – თბილისის ბიბლიოთეკებში პროექტი კითხვის საათი ბავშვებისთვის დაიწყო.

პროექტის ფარგლებში მოზარდებს საბავშვო ნაწამოებებს წაუკითხავენ, საინტერესო ამბებს მოასმენინებენ, თანატოლებთან ერთად ახალ თავგადასავლებში ამოგზაურებენ შემდეგ კი წაკითხულს ერთად განიხილავენ მსახიობები, მწერლები, ტელეწამყვანები, მასწავლებლები და სხვა პროფესიების ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი წარმომადგენლები.

პირველმა „წამკითხველმა“ რუსუდან ბოლქვაძემ დღეს „თბილისის მწვანე სკოლის“ მოსწავლეებსა და ბიბლიოთეკის პატარა მკითხველებს რევაზ ინანიშვილის მოთხრობები წაუკითხა. ბავშვების მიერ დასმულ უამრავ კითხვას მსახიობი აქტიურად პასუხობდა, კითხვის დასრულების შემდეგ კი მოზარდებტან საინტერესო და სახალისო დისკუსია გამართა.

პროექტი გრძელდება. მომდევნო წამკითხველები იქნებიან ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, მწერალი სანდრო ლორთქიფანიძე, მსახიობი თამუნა ნიკოლაძე.

წარმოგიდგენთ პროექტის პირველი ეტაპის განრიგს:

გოგა ჩანადირი – 16 ოქტომბერი, 13:00 საათი. თბილისის N13 ბიბლიოთეკა, მის: გლდანი, მე-6 მკ.რ. მე-5 კორპუსი.

 სანდრო ლორთქიფანიძე – „წიგნების თაროს“ წამყვანი. 23 ოქტონბერი, 15:00 საათი. თბილისის N8 ბიბლიოთეკა. მის.: ბაგები, წყნეთის გზატკეცილი 16/18.

თამუნა ნიკოლაძე – 30 ოქტომბერი, 12:00 საათი. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა. მის: გ. ტოვსტონოგოვის 2.

city.kvira.ge პროექტსა და მის მონაწილეებს ბევრი კარგი წიგნის წაკითხვას უსურვებს.

კომენტარი