სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

103
გაზიარება

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.

საელჩოს მრჩეველმა გულმირა სულტანალიმ კულტურულ – ჰუმანიტარული თანამშრომლობის სფეროში ყაზახეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კონტაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, ტრადიციულად, პოზიტიური მიმართულებით ვითარდება.

გულმირა სულტანალიმ თინათინ ნიბლოშვილს შეხვედრის მიზანი გააცნო და კომისიას ყაზახი პოეტ – განმანათლებლისა და ფილოსოფოსის – აბაი კუნანბაევის დაბადებიდან 175 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის ერთ ერთი ქუჩისთვის მისი სახელის დარქმევის თხოვნით მიმართა.

როგორც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, კომისია თბილისთან დაძმობილებულ ქალაქებთან ნაცვალგების პრინციპით აქტიურად მუშაობს.

,,ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ასტანაში ერთ  ერთ ქუჩას შოთა რუსთაველის სახელი ქვია. ჩვენი მხრივ, თქვენს წინადადებას კომისიურ რეჟიმში განვიხილავთ და სახელდების მიზნით, კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის მოძიების პროცედურას დავიწყებთ’’, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

მანვე შეხვედრაზე თბილისთან დაძმობილებულ ქალაქებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქში შარშან „დაძმობილებული ქალაქების სკვერი“ გაიხსნა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მომავალი ურთიერთ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

გვესაუბრება თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი:

– ამგვარი შეთავაზებები დამკვიდრებული პრაქტიკაა?

– დიახ, არის ამგვარი პრაქტიკა დამკვიდრებული. შესაბამისი სამსახურები ერთმანეთთან კომუნიკაციის დროს ვთავაზობთ ურთიერთ თანამშრომლობას ჩვენ ვანიჭებთ მათთვის საურველ სახელს და საპირისპიროდ პარტნიო ქალაქში ენიჭება ქუჩს, სკვერს, მოედანს ან რომელიმე სხვა ლოკაციას ჩვენთვის სასურველი სახელი.

– უახლოეს წარსული ხომ არ ყოფილა მსგავსი თანამშრომლობა სხვა ქალაქებთან?

– მაგალითად 2019 წლის ზაფხულში დიდუბის რაიონში მდებარე ერთ-ერთ  სკვერს ბუენოს აირესის სახელი დავარქვით.

ანალოგიურად ბუენოს აირესში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და არგენტინის მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად,  ქალაქ ბუენოს-აირესში თბილისის სკვერი გაიხსნა.

 

 

კომენტარი