ხვალიდან თბილისის მოსახლეობას 60 ახალი ავტობუსი მოემსახურება

ხვალიდან თბილისის მოსახლეობას 60 ახალი ავტობუსი მოემსახურება

113
გაზიარება

თბილისის მერმა, კახი კალაძემ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი ახალი ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე, euro 6 ემისიის სტანდარტის “ისუზუს” მარკის ავტობუსები ევროპის მოედანზე წარადგინა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უცხოელი სტუმრები, ბიზნესმენები და დიპლომატები თურქეთის რესპუბლიკიდან, რომელთაც ქალაქის მერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

მან აღნიშნა, რომ ქალაქში ტრანსპორტის მოწესრიგება მისი საარჩევნო დაპირება იყო და იგი ამ დაპირებას ასრულებს: დღეს 60 ერთეული ავტობუსი უკვე თბილისშია და ხვალიდან უკვე ხაზებზე გავლენ.

კახი კალაძე საუბარში მის პრიორიტეტებსა და ამოცანებსაც შეეხო, რომელთაგან ერთ ერთ უმთავრესად ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულად მუშაობა დაასახელა.

მისი თქმით აუცილებელიარაც შეიძლება მალე ჩავანცვლოდ ყვითელი ავტობუსები ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით, რომლებიც მოემსახურება ჩვენი ქალაქის მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებს.

კომენტარი