გარემოს ჯანმრთელობის სამმართველო, წყლის ხარისხთან დაკავშირებით, “ჯივიპის” ენდობა

გარემოს ჯანმრთელობის სამმართველო, წყლის ხარისხთან დაკავშირებით, “ჯივიპის” ენდობა

82
გაზიარება

გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის, ნანა გაბრიაძის განცხადებით, თბილისში სასმელი წყალი შესაბამისობაშია დადგენილ სტანდარტებთან. გაბრიაძე ნდობას უცხადებს “ჯივიპის” და აღნიშნავს, რომ სასმელი წყალის ხარისხს შესაბამისი კვლევებიც ადასტურებს.

„მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, სასმელი წყლის ხარისხი შეესაბამება დადგენილ სტანდარტს, უსაფრთხოა, როგორც მიკრობიოლოგიური და ეპიდემიური თვალსაზრისით, ასევე ქიმიური შემადგენლობით. გარდა ამისა, ჩვენ სრულად ვენდობით “ჯივიპის” მიერ მოწოდებულ ინფორმაციას სასმელი წყლის ხარისხის შესახებ და ამას ადასტურებს სახელმწიფო კონტროლის და მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული კვლევები” – აცხადებს ნანა გაბრიაძე

შეგახსენებთ, რომ სტუდია “მონიტორის” მიერ რადიო თავისუფლების საშუალებით სიუჟეტის გავრცელების შემდეგ კომპანია “ჯივიპიმ” მოსახლეობას ზედაპირული წყლებიდან ნედლი წყლის მოპოვების და სასმელ წყლამდე დაყვანის პროცესი დეტალურად განუმარტა.

“”ჯივიპი” წყალაღების წერტილებიდან მოპოვებული ნედლი წყლის ანალიზს ახორციელებს ზედაპირული წყლების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, როგორც ქიმიურ, ასევე მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე. შემდეგ ეტაპზე ზედაპირული წყლებიდან მოპოვებული ნედლი წყალი სასმელ წყლამდე დასაყვანად უწყვეტად გადის ტექნოლოგიური დამუშავების სრულ ციკლს: დალექვას, ფილტრაციას, წყლის გაუსნებოვნებას. პროცესის ბოლო ეტაპზე, სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად, 24 საათის განმავლობაში, 30-წუთიანი შუალედებით მოწმდება ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიეწოდება თბილისის მოსახლეობას სასმელი წყალი.

შემოწმებას ჯივიპის სსტ ისო/იეკ 17025:2018 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტირებული ლაბორატორიები ახორციელებენ.” – აღნიშნავენ კომპანიაში.

კომენტარი