ვაშლიჯვარში დასასვენებელი სივრცე განაახლეს

ვაშლიჯვარში დასასვენებელი სივრცე განაახლეს

36
გაზიარება

ვაშლიჯვარში, არზაყან ემუხვარის I შესახვევის N5 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბავშვებისათვის სხვადასხვა სახის ატრაქციონები და ასევე, LED განათების ქსელი მოეწყო. ამასთან, გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა.

დასასვენებელ სივრცეში ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა და ტერიტორია ღობით შემოისაზღვრა.

დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

სივრცის რეაბილიტაცია საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 67 915 ლარი გამოიყო.

საბურთალოს რაიონის გამგეობა-ს ფოტო.

 

კომენტარი