კახა კალაძე: ტრამვაიზე გადაწყვეტილებას სავარაუდო ღირებულების დადგენის შემდეგ მივიღებთ

კახა კალაძე: ტრამვაიზე გადაწყვეტილებას სავარაუდო ღირებულების დადგენის შემდეგ მივიღებთ

106
გაზიარება

ტრამვაის გაკეთება საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. როდესაც იქნება დათვლილი და გვეცოდინება სავარაუდო ღირებულება, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მერია ტრანსპორტის საკითხზე რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის საბაგირო ხაზებთან დაკავშირებითაც.
​„ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით, როგორც ტრამვაის ხაზებთან დაკავშირებით, ასევე სად შეიძლება საბაგირო ხაზების გაკეთება. საბაგიროს საკითხზე უფრო წინ ვართ და ძალიან მალე გვექნება სრული სურათი, სად შეიძლება ასეთი პროექტის განხორციელება. რაც შეეხება ტრამვაის, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსპორტია, ეკოლოგიურად სუფთა. თბილისში იყო ტრამვაის ხაზები და იცით, წლების განმავლობაში რაც მოხდა, სამწუხაროდ, აიღეს. ვნახოთ, რამდენად შევძლებთ ასეთი პროექტების გაკეთებას. ეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. როდესაც იქნება დათვლილი და გვეცოდინება სავარაუდო ღირებულება, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო:kvira.ge

კომენტარი