საინტერესო ინფორმაცია მომავალი ლიდერებისათვის

საინტერესო ინფორმაცია მომავალი ლიდერებისათვის

88
გაზიარება

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX)  სკოლის 14-16 წლის  მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე.

ამისათვის პროგრამის პირველი ტურის ტესტირება თბილისში, 12 ოქტომბერსს, 55-ე საჯარო სკოლაში FLEX  ჩატარდება.

რა არის FLEX?

FLEX არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 17 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს,  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამა. პროგრამის უპირველესი მიზანია, ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის გააღრმავოს ურთიერთგაგება, რაც საშულებას აძლევს ახალგაზრდებს დააკვირდნენ და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეისწავლონ აშშ–ს მთავრობის სისტემა, ამერიკული ცხოვრების სტილი, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და სხვა.

დაფინანსება როგორ ხდება?

პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო. FLEX და სხვა გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის გზით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ხელს უწყობს შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას.

უკვე ოცდამეშვიდე წლიწადია რაც FLEX-ის გაცვლითი პროგრამა დაფინანსებას უწევს საქართველოს სკოლის მოსწავლეებს. საშუალო სკოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები ასევე იღებენ მონაწილეობას პროგრამაში. დაახლოებით 10-15 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე მიემგზავრება შტატებში ამ პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად.

როგორ შეიძლება მონაწილეობა?

პროგრამის მონაწილეები ირჩევიან ღია, შედეგებზე ორიენტირებული კონკურსის საფუძველზე, რომელიც ყოველ შემოდგომას ეწყობა.

თითოეული მოსწავლეს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის მოთხოვნებს შეუძლია შესარჩევ ტურებში მონაწილეობის მიღება.

”FLEX” პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაცია იწვევს ყველა უფროსკლასელს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, უნდა იყვნენ დაბადებულები 2003 წლის იანვრიდან 2005 წლის 16 ივლისამდე, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს.  ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის, რომლებიც დაბადებულნი არიან 2002 წლის 15 თებერვლიდან 2005 წლის 16 ივლისამდე. მოსწავლეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობის მიღება.

FLEX პროგრამის ფინალისტი ლაშა თოთლაძე გვიზიარებს შთაბეჭდილებასა და  მოლოდინებს:

„როდესაც გავხდი პროგრამის ფინალისტი, გავაანალიზე, რომ მქონდა უნიკალური შესაძლებლობა სრულიად შემეცვალა ჩემი ცხოვრება. მჯერა, რომ FLEX-ის საშუალებით შევძლებ მივიღო ახალი გამოწვევები და ვცადო უამრავი ახალი რამ.

მჯერა, რომ ჩემი გაცვლითი წელი აშშ-ში სავსე იქნება ახალი თავგადასავლებით. დარწმუნებული ვარ, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა დამეხმარება შევიძინო ახალი უნარები და ეს წელი გავლენას მოახდენს მთელს ჩემს ცხოვრებაზე.

ჩვენ ვართ მომავალი ლიდერები და ყველა ვთანხმდებით, რომ “ეს არაა წელიწადი ცხოვრებაში, არამედ ეს არის ცხოვრება წელიწადში.”

დამატებით ინფორმაციას შესაძლებელია გაეცნოთ ორგანიზაციის – „საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების წარმომადგენლობა საქართველოში“, ელექტრონულ მისამართზე: http://www.americancouncils.ge

თბილისის სკოლის მოსწავლეებისათვის დარეგისტრირება შესაძლებელია ბმულზე:

https://form.jotform.me/92813967406466?fbclid=IwAR2IX6XE5XdmKuhRwj-oHszZrdoVXEUI3lvc-QmUKNtzTJllqt6urWVHUoE

კომენტარი