რის მიხედვით გადაწყდება იმუშვებენ თუ არა ტაქსზე ასაკოვანი ავტომობილები?

რის მიხედვით გადაწყდება იმუშვებენ თუ არა ტაქსზე ასაკოვანი ავტომობილები?

154
გაზიარება

აიკრძალება თუ არა ასაკოვანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა, ეს მსჯელობისა და მძღოლებთან კომუნიკაციის შემდეგ გადაწყდება. როგორც “კვირას” პრესკლუბში თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკამ მუმლაძემ განაცხადა, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის საჭიროებაზე, მათ შორის, ასაკოვანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევის თაობაზე მერია, პირველ რიგში, მძღოლებთან იმსჯელებს.

“ავტომობილების ასაკს და შემდეგ ეტაპს რაც შეეხება, თუ რამე გაკეთდება, გაკეთდება ისე, რომ ის ტვირთად არ დააწვეს მძღოლებს და მოსახლეობამაც მაქსიმუმი მიიღოს. რა იქნება მესამე ეტაპი, როგორ სახის იქნება ის ან საერთოდ, იქნება თუ არა მისი საჭიროება, ამაზე შევჯერდებით და პირველ რიგში, მძღოლებთან გავმართავთ კონსულტაციას.

ტექინსპექტირებაც, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს ითვალისწინებს, თავის საქმეს აკეთებს, შეიძლება ავტომობილი იყოს ასაკიანი, მაგრამ მძღოლი მას ისე კარგად უვლიდეს, ნაკლებად ასაკოვან მანქანასაც აჯობოს. შეიძლება მესამე ეტაპი არც იყოს საჭირო. ვნახოთ. მოსახლეობიდან რა მოთხოვნებიც მოდის, ჩვენ ვალდებულები ვართ, მათზე ვიმუშაოთ. მესამე ეტაპის საფუძველი ხალხის განწყობა იქნება” – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

კომენტარი