მამუკა მუმლაძე – ტაქსების დეფიციტი არ არის, ტარიფებიც არ გაზრდილა

მამუკა მუმლაძე – ტაქსების დეფიციტი არ არის, ტარიფებიც არ გაზრდილა

149
გაზიარება

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, ქალაქში ტაქსის დეფიციტი არ არის და ტარიფებიც ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. როგორც მუმლაძემ “კვირაში” გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ტაქსების რეფორმა როგორც მგზავრებისთვის, ასევე, მძღოლებისთვისაც სასარგებლოა.

“ხალხის მოთხოვნაა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება, რასაც ტაქსის სერვისი გულისხმობს. ტაქსის კომპანიის ტარიფები არ შეცვლილა. ცვლილება მხოლოდ პირველ ორ დღეს შეეხო, როდესაც მძღოლების ნაწილი ნებართვის აღებით იყო დაკავებული და არ მუშაობდა. ამით ისარგებლეს და ტარიფები გაზარდეს. ახლა ფასები დასტაბილურებულია. ამჟამად A და B კატეგორიის 17 ათასამდე ტაქსია რეგისტრირებული. ტაქსის დეფიციტი ნამდვილად არ არის. ჩვენი რეფორმა ითვალისწინებდა, რომ ის ტვირთი არ გამხდარიყო მძღოლებისთვის და მათთან შესაბამისი კომუნიკაცია გვქონდა. ერთადერთი შეზღუდვა შეეხო მხოლოდ მათ, ვინც ტექინპექტირება ვერ გაიარა.

ჩვენ ტაქსის მძღოლები გადასახადებისგან გავათავისუფლეთ და მათ უფასო დგომის ადგილები გამოვუყავით.” – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

კომენტარი