“შმაქსის” მძღოლებს ვაძლევთ დროს, დაფიქრდნენ და არ წამოეგონ ამ ტყუილზე – მამუკა...

“შმაქსის” მძღოლებს ვაძლევთ დროს, დაფიქრდნენ და არ წამოეგონ ამ ტყუილზე – მამუკა მუმლაძე

463
გაზიარება

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია “შმაქსზე” მომუშავე მძღოლებს დროს აძლევს, გაერკვნენ კანონში და უარი თქვან აღნიშნული სერვისის მიწოდებაზე.

“”შმაქსის” რამდენიმე მძღოლი დაჯარიმდა. ჩვენ შეგვიძლია, დღესაც დავაჯარიმოთ, მაგრამ არ გვინდა, რადგან ისინი შეცდომაში არიან შეყვანილი. ეს ნიშანი ეწინააღმდეგება რეფორმას და მის ჩავარდნაზეა ორიენტირებული. ამას არ დავუშვებთ. ეს უკანონოა, რადგან ფიქსირდება მგზავრის მომსახურება თანხის სანაცვლოდ.

ჩვენ მათ ვაძლევთ დროს, დაფიქრდნენ და არ წამოეგონ ამ ტყუილზე, რომელიც სწავლების სახელით შეინიღბა.” – აღნიშნა მამუკა მუმლაძემ.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი “კვირაში” გამართულ პრესკონფერენციაზე ტაქსის მძღოლებზე კრედიტის გაცემის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა, რაც ამ მიმართულებით არსებობდა, მოგვარებულია.

“მძღოლებს ბანკებთან შემოსავლის დაფიქსირებაზე ჰქონდათ პრობლემა. საქართველოს ბანკმა შესთავაზა მძღოლებს დანადგარი, რომელიც ავტომობილში უნდა დაამონტაჟონ და მისი მეშვეობით, მგზავრები ფულის მასტერქარდიდან გადახდას შეძლებენ. ამ მეთოდით, შემოსავალი დაფიქსირდება. ეს მექანიზმი შექმნეს ბანკებმა, რათა მძღოლებმა სესხები აიღონ.” – განაცხადა მუმლაძემ.

კომენტარი