ალვის ხის ნაცვლად მუხა და ნეკერჩხალი

ალვის ხის ნაცვლად მუხა და ნეკერჩხალი

140
გაზიარება

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტლის N36 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გამხმარი ხეების სანიტარიული ჭრა განხორციელდა.

ალვის ხეების ნაცვლად კი, შიდა კვარტალურ სივრცეში ახალი მცენარეების დარგვა დაიგეგმა.

ადგილობრივი მცხოვრებლების ჩართულობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 32 ფოთლოვანი ხე დაირგო – 22 მუხა და 10 ნეკერჩხალი.

გამწვანების აქციაში, ადგილობრივებთან ერთად, მონაწილეობა ვაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ მიიღო.

„ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, სამწუხაროდ, ბევრი გამხმარი, მოსაჭრელი ხეა. ამიტომ, სანიტარიული ჭრების ფარგლებში, გადაწყდა ამ ზეგამხმარი ხეების მოჭრა და ახალი ჯანსაღი ნარგავებით ჩანაცვლება.

ამ ეტაპზე, N36 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოჭრილი ხეების ნაცვლად, მუხის და ნეკერჩხლის ხეები დაირგო. მნიშვნელოვანია, რომ ყველა უბანში უფრო მეტი გამწვანებული გარემო შეიქმნას“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

კომენტარი