ვარკეთილსა და მესამე მასივში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ვარკეთილსა და მესამე მასივში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

60
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობა ვარკეთილსა და მესამე მასივში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ ინფრასტრუქტურის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

ვარკეთილი 3-ში, მე-4 მიკრორაიონის N414 და N416 კორპუსების მიმდინარედ მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. თითქმის დასრულდა კორპუსების ეზოების მოწესრიგება, სადაც ჯერ წყალარინების ქსელი გამოიცვალა, შემდეგ კი ასფალტის საფარი დაიგო 7 000 კვ.მ ფართობზე და მოეწყო ბორდიური. სამუშაოები, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანია „ენდი როუდმა“ შეასრულა.

აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მესამე მასივშიც; ჯავახეთის ქუჩის პირველ შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება. ამჟამად, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს და სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. პროქტის ღირებულება 60 000 ლარია და მას გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „ენდი როუდი“ ახორციელებს. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, აღნიშნულ მისამართზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ასევე, მიმდებარე კორპუსებთან გამოიცვალა წყალარინების მილები.

ასევე, მესამე მასივში სხვადასხვა მისამართზე ხორციელდება კიბეების, ტროტუარებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობაც. ჯავახეთის ქუჩაზე, N9ა კორპუსის მიმდებარედ ტროტუარი, საყრდენი კედელი და კიბე ეწყობა. სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „არსაკიძე 2000“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 10 000 ლარია. აღნიშნულ მისამართზე შეიცვალა წყალარინების სისტემაც.

ტროტუარის მოწყობა მიმდინარეობს მესამე მასივის მე-7 კვარტალში, N16 კორპუსის მიმდებარედაც. აღნიშნულ პროექტს სამგორის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია „არსაკიძე 2000“ ახორციელებს.

კომენტარი