თბილისში კიდევ ერთი, ღვინის ფესტივალი იმართება

თბილისში კიდევ ერთი, ღვინის ფესტივალი იმართება

97
გაზიარება

თუ თბილისის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გამართულ ფესტივალზე პურის მრავალსახეობაა, შარდენზე ქართული ღვინის მოყვარულთთვის ნამდვილი დღსასწაული იქ დღეს ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ იმართება.

ფეს­ტი­ვალ­ი allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორ­გა­ნი­ზე­ბით უკვე მე­სა­მედ ტარდება, მასში ყოველწლიურად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უფრო მეტი რო­გორც დიდი კომ­პა­ნი­ები, ასე­ვე მცი­რე მარ­ნებ­ი იღბენ.

ფეს­ტი­ვა­ლი 12:00 სა­ათ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მეურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ხა­ტია წი­ლო­სან­მა გახ­სნა.

ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ­ე­წყო­ბა ღვი­ნის გარდა ქარ­თუ­ლი ყვე­ლის, ჩირის, ასე­ვე ქარ­თუ­ლ თემატიკაზე შექმნილი აქ­სე­სუ­ა­რე­ბის გა­მო­ფე­ნა-გაყიდ­ვა.

ღვინის ფესტივალზე ყველაფერი ისეა, როგორც ამგვარ ფესტივალებს შეეფერება, ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა, უნიკალური სახეობის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული ფოლკლორი, თეატრალური წარმოდგენები, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. ერთი სიტყვით მხიარულება ყველასათვის.

ფესტივალზე ჩვენი ყურადღება ერთმა ჩვენი აზრით სასაიმოვნო გარემოებამ მიიპყრო, – ფესტივალს კერძო სექტორის პარალელურად  იყო საზოგადოებრივი კოლეჯი „აისიც“ ესწრებოდა. მას სტუდენტების დაწურული რქაწითელის ღვინო და არაყის ორი სახეობა ჰქონდა წარმოდგენილი.

როგორც კოლეჯის დირექტორმა, მალხაზ ასლამაზაშვილმა გვითხრა ფესტივალზე სასმელის გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტები, დურგლის ნამუშევრებიც წამოაყოლეს და რაც მთვარია აქვთ მასტერ კლასები კერამიკის ფიალების, დოქების ქვევრების გასაკეთებლად;

სასიამოვნო ფაქტია, რომ კოლეჯს საფესტივალოდ წამოდგენილი ნობათი მხოლოდ სტუდენტების მოყვანილი და დაწურულია…

რაც უშუალოდ დღვანდელ ფესტივალებს შეეხება, ვფიქრობთ სამომავლოდ იგი თავისი მრავალფეროვნებითა და მონაწილეთა მრავალრიცხოვნობით უფრო მეტ საქართველოს მოქალაქესა და უცხოელ სტუმარს გაახარებს.

დაგვეთანხმებით, საფესტივალო ტურიზმი, ტურიზმის ყველაზე კულტურული  ნაირსხეობაა.

კომენტარი