თბილისში “HARD ENDURO TBILISI” იმართება

თბილისში “HARD ENDURO TBILISI” იმართება

151
გაზიარება

თბილისელებისა და დედაქალაქის უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმრების თვალწინ რიყეზე საინტერესო სანახაობა იმართებოდა. “ჰასკი ჯგუფი” და “ენდურო ქლაბ ჯორჯიას” ორგანიზებით, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით 11-12-13 ოქტომბერს „საქართველოს მოტოსპორტის ფედერაცია“ მართავს ექსტრემალურ შეჯიბრს სამთო მოტოციკლებს შორის.

„HARD ENDURO TBILISI”-ი ყოველწლიური შეჯიბრია, სადაც 50-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, როგორც საქართველოდან ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან.

წლევანდელი შეჯიბრში დაახლოებით 50 მრბოლელი მონაწილეობს.

შეჯიბრი სამ ნაწილადაა დაყოფილი:

I დღე-შესავალი საერთო მოხმარების გზა – ევროპის მოედანი (PROLOGUE);

II დღე- არასაერთო მოხმარების გზა. მდ. ვერეს ხეობა (WATERFALLS RACE);

III დღე- არასაერთო მოხმარების გზა. თბილისის მიმდებარედ ტყე. (FOREST RACE)

11 ოქტომბრიის შეჯიბრი გაიმართა ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ საშეჯიბრო გზაზე. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა ასევე უცხოელმა სპორტსმენებმა, Hard Enduro Tbilisi 2019 ის პროლოგის ნაწილის გამარჯვებულები გახდნენ:

კლასი Expert

  1. დავით ლეონოვი (რუსეთი);
  2. დანილა ჩერნაევი (რუსეთი);
  3. გიორგი გახელაძე (საქართველო)

კლასი Hobby

  1. მიხეილ ნადირაძე (საქართველო);
  2. ლაშა იანთბელიძე (საქართველო);
  3. იგორ რადიშევსკი ( რუსეთი)

City.kvira.ge ყველა მონაწილე სპორტსმენებს წარმატებას, ქართველ სპორტსმენებს კი გამარჯვებას უსურვებს და შეეცდება საინტერესო ექსტრემლური ღონისძიების შესახებ ინფორმაცია კვლავ მოგაწოდოთ.

კომენტარი