თბილისი ფესტივალების დედაქალაქი?

თბილისი ფესტივალების დედაქალაქი?

70
გაზიარება

“თბილისობის” მომდევნო უქმეებზეც  დედაქალაქის ქუჩები ხალხმრავალი და დატვირთული აღმოჩნდა. 12-13 ოქტომბერს შარდენზე ღვინის, ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალები, ევროპის მოედანზე საერთაშორისო მოტოფორუმი – “HARD ENDURO TBILISI”

და კიდევ ერთი, საერთაშორისო ფესტივალი „ფაბრიკაფიტი“ გრიფიტი არტისტების მონაწილეობით, რომელიც დედაქალაქში უკვე მეოთხედ ტარდება და აღსანიშნავია, რომ წელს არა მხოლოდ გრაფიტის, არამედ  უკვე ურბანული არტის ფესტივალიც იქნება.

ხელოვანთა ფორუმს მულტიფუნქციური კულტურული ცენტრი “ფაბრიკა” მასპინძლობს.

სასიამოვნო ფაქტია, რომ დედაქალაქს ამ საქმისათვის ბევრი უცხოელი ხელოვანი სტუმრობს, მათ შორის ურბანული არტის პოპულარული და ნიჭიერი წარმომადგენელები. განსაკუთღებით აღნიშვნის ღირსია  არტის ერთ-ერთი პირველი შემქმნელი T-Kid-ი.

ფესტივალზე ადგილი ეთმობა არა მარტო კედელების ხატვას, არის სკეიტებით სრიალი, b-boy ბეთლი, სკეჩ ბეთლი, ვორქშოპები, საჯარო გამოსვლები, დუდლინგი (პატარა ჩანახატები) ბავშვებისთვის, კოლაბორაციები ფაბრიკას რეზიდენტებთან და დიდი დღესასწაული.

წლევანდელი ფესტივალი გარკვეულწილად ექსპერიმენტულიცაა, რადგან ქართველ სტრიტ არტისტებიდან კედლები უმეტესად დამწყებ ხელვანებს ეთმობათ.

ფესტივალის მეგობრები და მხარდამჭერები: მულტიფუნქციური კულტურული ცენტრი „ფაბრიკა”; „თიბისი”; თბილისის მერია; აშშ საელჩო საქართველოში; „ვენდუ“; „რედ ბული“.

ფესტივალის ფინალურ ნაწილში 13 ოქტომბერს 19:00 საათზე ფაბრიკას ეზოში კონკურსი გაიმართება ბრეიქის მოცეკვავეებისათვის, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ ბრეიქის მოცეკვავეებს განურჩევლად ასაკისა და სქესისა.

 „ფაბრიკაფიტი“ დღეს დამთვრდება და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს ისიც და ყველა სხვა თბილისში გამართული ფესტივალი თუ სხვა სახის ფორუმი უფრო მასშტაბური და მრავალმხრივ საინტერესო იქნება.

კომენტარი