თსუ-ს სტუდენტებს საკრებულოში უმასპინძლეს

თსუ-ს სტუდენტებს საკრებულოში უმასპინძლეს

77
გაზიარება

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ორგანიზებით,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან  შეხვედრა გაიმართა.

სტუდენტების შეკითხვებს,  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა უპასუხეს. დეპუტატები სტუდენტებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე ესაუბრნენ და თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის განცხადებით,  კომისიის  ორგანიზებით, ახალგაზრდული საკრებულოს ფორმატში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან სისტემატიურად  ხდება შეხვედრები.

კომენტარი